რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზახაროვა მოსკოვის დაბომბვაზე: ეს ევროვიზიის სიმღერების ფონზე ჩატარებული ტერაქტი იყო

მარია ზახაროვა
Tass

"ევროვიზიის სიმღერების ფონზე კიევის რეჟიმმა ევროკავშირის ქვეყნების ფულით კიდევ ერთი მასობრივი ტერაქტი განახორციელა" - განაცხადა РИА Новости-სთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ უკრაინის მიერ მოსკოვზე მიტანილ მასშტაბურ იერიშზე.

ზახაროვა ამტკიცებდა, რომ თავდასხმის სამიზნეები მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები იყო.

"ეს ტერაქტები, ისევე როგორც წინა შემთხვევები, ზელენსკისა და უკრაინული რეჟიმის დანაშაულებია, ასევე იმ კოლექტიური დასავლური უმცირესობის, რომელიც მათ აფინანსებს" - დაამატა მან.

მოსკოვი აცხადებს, რომ გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის თავზე 556 დრონი აპარატი ჩამოაგდეს, მათგან დაახლოებით 130 - მოსკოვის რეგიონში.

კომენტარები