არ არსებობს არანაირი შანსი, იმის, რომ დღევანდელმა ბრიუსელმა გადადგას რაიმე ნაბიჯი ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებით, ეს არის ჩვეულებრივი, ცივად გათვლილი პოლიტიკური გეგმები, რომლებშიც ჩვენ ვართ მხოლოდ ინსტრუმენტი. არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ, მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი. ჩვენ ვართ მხოლოდ იარაღი. ჩვენ ადამიანები, საქართველოს მოსახლეობა დაყვანილი ვართ ინსტრუმენტამდე ბრიუსელის თვალში, რომელიც გამოსაყენებელია მესამე ქვეყნის წინააღმდეგ, რამდენად არგებს, რა ურჩევნიათ - დაზიანდება საქართველო?! ჯანდაბამდე გზა ჰქონია, დაზიანებულიყოს ბოლომდე. [...]
არ ადარდებს ევროკავშირის ელჩს რა მოუვა საქართველოს, რა გგონიათ, 9 მაისს რომ დახარჯეს ამხელა თანხა, პავილიონში რომ მოაწყვეს ზეიმი, რაიმე ადარდებთ გგონიათ?! ან ფოჩიანი კანფეტებისა და ფერად-ფერადი ფოტოების, ანტისამთავრობო მიტინგის გარდა, რომელიც 9 მაისს ჩაატარეს თბილისის შუაგულში.
საქართველო-ევროკავშირი
პაპუაშვილი EU-ზე: მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი




