საქართველო-გერმანიის ურთიერთობა

"ევროკავშირი თანამშრომლობა და სოლიდარობაა" - ფიშერი პაპუაშვილს პასუხობს

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"როგორ არ უნდა მოხვდე ევროკავშირში:
წადი ევროკავშირის ერთ წევრ სახელმწიფოში და მეორე წევრი სახელმწიფოს ელჩს ცილი დასწამე. ევროკავშირი თანამშრომლობა და სოლიდარობაა. მაგალითად, გერმანია სლოვაკეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ინვესტიციებსა და ინდუსტრიაში. ეს არის ღრმა ურთიერთდამოკიდებულება, რაც სლოვაკეთის ეკონომიკისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა." - წერს პეტერ ფიშერი.

ცნობისთვის, 10 მაისს, პაპუაშვილმა სლოვაკეთში ვიზიტისას ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პეტერ ფიშერს "ზრდილობასთანაც აქვს პრობლემება"

"ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან პრობლემა, როგორც ჩანს მას ზრდილობასთანაც აქვს პრობლემა. და ძალიან სამწუხაროა რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც გაუკეთა ამ ადამიანმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას.

ფაქტია, მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით, როდის დატოვებს ის საქართველოს. დარჩა სულ რამდენიმე კვირა. ასე რომ, ველით, რომ დატოვებს საქართველოს და ეს მომენტი ქართულ-გერმანული ურთიერთობებისა დაგვავიწყდება." - თქვა პაპუაშვილმა.

კომენტარები