FOX News-ის ჟურნალისტი, ჯენიფერ გრიფინი წერს, რომ აშშ-მ ირანზე ახალი იერიშები მიიტანა. მისი თქმით, დარტყმების სამიზნე ქალაქი ბენდერ-აბასი და კუნძულ კეშმზე მდებარე პორტი იყო.
ჟურნალისტთან ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად ისაუბრა. მისი მტკიცებით, ეს ომის განახლებას არ ნიშნავს.
აქამდე გავრცელდა ცნობები, რომ სანაპირო ქალაქ ბენდერ-აბასსა და ჰორმუზის სრუტეში მდებარე კეშმის კუნძულზე აფეთქებების ხმები ისმოდა. მცირე ხნის შემდეგ ირანის სამთავრობო მედიაში წერდნენ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების "მტრული ქმედებების ნიშნები" შენიშნეს და მუქარა გააჟღერეს. მცირე ხნის შემდეგ ირანულ სამთავრობო მედიაში თქვეს, რომ ჰორმუზის სრუტის ტერიტორიაზე ირანმა "მტრის დანაყოფების" მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
ბენდერ-აბასში აფეთქებების ხმები განმეორებითაც გაისმა. გავრცელდა ცნობები, რომ თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ამოქმედდა.

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)



