14 წლიდან ვიცნობ გიორგის და ეს ადამიანი იყო თავისი ქვეყნის და პროფესიის პატრიოტი და ერთგული. ვის დასჭირდა, მე ვფიქრობ ცოტა უფრო გლობალურად, რომ ევროპაზეა დარტყმა და გიორგი ეტყობა ვიღაცას არ მოეწონა და დაახურდავეს... ყველაფერი გაირკვევა, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ოღონდ და ეს როგორ იქნება, ვერ გეტყვით, სამწუხრაოდ.
მე უფრო მგონია, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა თვოთონ ქართულ ოცნებაში, იგივე რუსეთ-ევროპის თემაზე, ანუ ჩვენი მიმართულებების, ჩვენი მსოფლმხედველობის თემაზე იყო განხეთქილება და როდესაც დაიყო ეს ოცნება მარტივ მამრავლებად, გიორგიც, რა თქმა უნდა, როგორც ცივილური და პროგრესული ადამიანი, ყოველთვის იყო ევროპის და ამერიკის მხარეს და ჩვენი ნამდვილი პარტნიორების და არა იქ, სადაც ვიყავით და საიდანაც, სხვათაშორის, ჩვენი თაობა გამოვძვერით ძლივს, ბრძოლით.




![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)
