ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი ერევანში დაგეგმილ ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში
Armenpress

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში დაგეგმილ ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტზე ჩავიდა.

სამიტი ერევანში 4 მაისს დაიწყება და მასზე 40-მდე ქვეყნის ლიდერია მიწვეული.

ზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის ლიდერი დღეს გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიის, ფინეთისა და ჩეხეთის პრემიერმინისტრებს შეხვდება. ორმხრივი შეხვედრები 4 მაისსაც გაგრძელდება.

სამიტზე დასასწრებად ერევანში უკვე ჩავიდნენ კანადის პრემიერმინისტრი, სერბეთის პრეზიდენტი, საბერძნეთის პრეზიდენტი, ბულგარეთის პრეზიდნტი და სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები.

კომენტარები