უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ 30 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთული გემი Panormitis ტვირთს ისრაელში აღარ დაცლის, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ხომალდი უკან გააბრუნა.
"ეს აჩვენებს, რომ უკრაინის სამართლებრივი და დიპლომატიური ქმედებები ეფექტურია," დაწერა სიბიჰამ X-ზე, მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხორბლის იმპორტმა ისრაელსა და უკრაინას შორის უთანხმოება გამოიწვია.
საზღვაო მიმოსვლის სამეთვალყურეო სერვისების მიხედვით, პანამის დროშით მცურავმა ბალკერმა Panormitis-მა, რომელსაც ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან მოპარული 6 200 ტონა ხორბალი და 19 000 ტონა ქერი გადააქვს, ჰაიფას ყურე დატოვა და დასავლეთის მიმართულებით მიცურავს.
გავრცელებული ცნობებით, ისრაელურმა იმპორტიორმა კომპანია Zenziper-მა ტვირთზე უარი ისრაელის მარცვლეულის იმპორტიორთა ასოციაციის პოზიციის შესაბამისად თქვა.
"ტვირთის რუს მომწოდებელს მის გადმოსატვირთად ალტერნატიული დანიშნულების ადგილის პოვნა მოუწევს," განაცხადა ასოციაციამ 30 აპრილს.





