სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა

ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა

ივანიშვილის პარლამენტმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ კანონი III მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მომხრე ივანიშვილის 84 დეპუტატი იყო.

ამ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

შესაბამისი ცვლილებები, რომელიც ივანიშვილის პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში" შევიდა.

ცნობისთვის, ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცალკე არ შეიქმნება. ივანიშვილის მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო მინისტრს ორგანიზაციულ, ტექნიკურ, მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს.

ცნობისთვის, 21 აპრილს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძე დაიკავებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს და დაეკისრება ვიცეპრემიერის მოვალეობაც.

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე გეკა გელაძემ ჩაანაცვლა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა. 

კომენტარები