კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის

ბულგარეთისა და ალბანეთის ეკლესიებმა, სადაც ახალი წინამძღვრები ახლახან აირჩიეს, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით თავიანთი შეხედულებები არ შეცვალეს. ვიმედოვნებთ, რომ იგივე მოხდება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც, რომელსაც ახლო მომავალში მოუწევს ახალი წინამძღვრის არჩევა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტში გარდაიცვალა უწმინდესი და უნეტარესი კათალიკოს-პატრიარქი ილია II.

განაცხადა სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა, 22 აპრილს.

 
 

კომენტარები