RusNews იუწყება, რომ რუსეთში ციხეში პოლიტპატიმარი ოლეგ ტირიშკინი "გულის გამო" გარდაიცვალა.
სიკვდილის ზუსტი ადგილი უცნობია, რადგან ტირიშკინი გადაყვანის დროს გარდაიცვალა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ის კემოროვის რეგიონში იმყოფებოდა.
ოლეგ ტირიშკინი 64 წლის იყო. ის მაღაროელი და პროფკავშირის აქტივისტი იყო. 2024 წლის დეკემბერში სასამართლომ მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა "ტერორიზმის საჯაროდ გამართლების" მუხლით, VKontakte-ზე მის მიერ 2004 წელს ახმატ კადიროვის გარდაცვალების შესახებ დატოვებული კომენტარის გამო.
როგორც მედიაში იუწყებიან, ტირიშკინს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მათ შორის, ტვინის კისტა.





