კრიმინალი

მარნეულში, კაცის დაჭრისთვის 2005 წელს დაბადებული პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა - 1992 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს". - წერს უწყება განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები