დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საქმეებზე 6 პროცესი გაიმართა. ორ მოქალაქეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორს სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს, ერთი საქმის წარმოება შეწყდა, ერთი კი გადაიდო.
- რეზი დუმბაძე - 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე კობა ჩაგუნავა;
- ზვიად მარიამიძე - 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე კობა ჩაგუნავა;
- ანა მებურიშვილი - სიტყვიერი გაფრთხილება - მოსამართლე დავით მაკარაძე;
- ნათია წიწილაშვილი - სიტყვიერი გაფრთხილება - მოსამართლე დავით მაკარაძე;
- თამუნა კირთავა - გადაიდო 5 მაისამდე - მოსამართლე დავით მაკარაძე;
მედიაჩეკერის ჟურნალისტის ნინია კაკაბაძის საქმის წარმოება კი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ შეწყვიტა.





