ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დელეგაცია ჯერჯერობით არ გამგზავრებულა პაკისტანში, სადაც აშშ-სთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
ირანულმა ტელევიზიამ უარყო საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობები, თითქოს ირანელი წარმომადგენლები უკვე მიემართებიან ისლამაბადში და მოლაპარაკებების დროებიც შეთანხმებულია.
IRIB-ის ცნობით, თეირანი კვლავ აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს "ზეწოლის პირობებში" არ მიიღებს და პროცესში მონაწილეობა დამოკიდებული იქნება აშშ-ის პოზიციის ცვლილებაზე.





