უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები 2026

კრემლი ორბანის მარცხზე: უნგრეთში საკუთარი არჩევანი გააკეთეს, პატივს ვცემთ ამ არჩევანს

ვლადიმირ პუტინი და ვიქტორ ორბანი კრემლში, 2025 წლის 28 ნოემბერი.
Alexander Nemonov/Pool/AFP/Getty Images

"უნგრეთში საკუთარი არჩევანი გააკეთეს. ჩვენ პატივს ვცემთ ამ არჩევანს" - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის არჩევნებში დამარცხებაზე.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი არჩევნებში გამარჯვებული პეტერ მადარის მომავალი მთავრობის პირველ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდება და დაამატა, რომ კრემლი არ მიიჩნევს, რომ უნგრეთის არჩევნების შედეგი გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომზე.

კრემლის პრესსპიკერმა დასძინა, რომ რუსეთს უნგრეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების დამყარება სურს.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით დამარცხდა.

კომენტარები