უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები 2026

უიკერი: უნგრელებმა პუტინის გავლენა უარყვეს და საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტეს

უნგრეთის თავისუფლებისმოყვარე ხალხმა მკაფიოდ დაუჭირა მხარი დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ვულოცავ მათ და პეტერ მადიარს, უნგრეთის მომავალ პრემიერმინისტრს. მათ უარყვეს ვლადიმირ პუტინის, მსოფლიოს ყველაზე ბოროტი დიქტატორის, მავნე გავლენა და საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტეს.

შეერთებულ შტატებსა და ჩვენს სხვა NATO-ს მოკავშირეებს შორის კიდევ უფრო გაძლიერებულ მეგობრობას მოუთმენლად ველი.

დაწერა აშშ-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის არჩევნებში დამარცხებაზე.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით დამარცხდა.

კომენტარები