წყალტუბოში საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





