აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

აშშ-მ რუსული ნავთობი სანქციებისგან 30-დღიანი ვადით გაათავისუფლა

Eagle S ტანკერი
Hannes van Rijn / MarineTraffic

აშშ-მ რუსული ნავთობი, რომელიც ზღვაში იყო გაჩერებული, სანქციებისგან 30-დღიანი ვადით გაათავისუფლა. გადაწყვეტილება ირანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდას უკავშირდება.

აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, ტრამპის ადმინისტრაცია "მუშაობს იმისთვის, რომ [საწვავის] ფასები დაბალი დარჩეს".

"ეს მკაცრად შეზღუდული, მოკლევადიანი ზომა ვრცელდება მხოლოდ იმ ნავთობზე, რომელიც უკვე გადაზიდვის პროცესშია და არ მოუტანს მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს რუსეთის მთავრობას, რომელიც ენერგეტიკული შემოსავლის უმეტესობას მოპოვების ეტაპზე დაკისრებული გადასახადებიდან იღებს" - განაცხადა ბესენტმა.

ახლო აღმოშავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა თითქმის სრულად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე - გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერია, რომლის გავლითაც ჩვეულებრივ მსოფლიოს ნავთობისა და ზღვით გადაზიდული ბუნებრივი აირის ტანკერების დაახლოებით მეხუთედი გადის.

კომენტარები