აშშ-ინდოეთი

აშშ-მ ინდოეთი რუსული ნედლი ნავთობის ყიდვის სანქციებისგან 30-დღიანი ვადით გაათავისუფლა

Abeer Khan/Bloomberg

აშშ-მ ინდოეთი რუსული ნედლი ნავთობის ყიდვის გამო დაწესებული სანქციებისგან 30-დღიანი ვადით გაათავისუფლა.

CNN წერს, რომ გადაწყვეტილება აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული მზარდი შიშების ფონზე მიიღო.

"იმისთვის, რომ ნავთობის მიწოდება გლობალურ ბაზარზე გაგრძელდეს, ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით, 30-დღიან გამონაკლისს, რათა ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა შეძლონ რუსული ნავთობის შეძენა" - განაცხადა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

"ეს განზრახ მოკლევადიანი ზომა არ მოუტანს მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს რუსეთის მთავრობას, რადგან ის მხოლოდ იმ ნავთობთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს ეხება, რომელიც უკვე ზღვაშია გაჩერებული" - ამბობს ბესენტი.

კომენტარები