აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ფეზეშქიანი მეზობელ ქვეყნებს იერიშების გამო ბოდიშს უხდის

მასუდ ფეზეშქიანი
ATTA KENARE/AFP via Getty Images

ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი მეზობელ ქვეყნებს მათ წინააღმდეგ მიტანილი იერიშების გამო ბოდიშს უხდის.

„ბოდიშს ვიხდი... იმ მეზობელი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც ირანმა შეუტია" - თქვა ფეზეშქიანმა სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში, რომელსაც AFP ავრცელებს.

Reuters იუწყება, რომ ფეზეშქიანმა ასევე განაცხადა, რომ დროებითმა ხელმძღვანელობის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ირანი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ არც საჰაერო და არც სარაკეტო იერიშებს აღარ მიიტანს, თუ ირანს თავად ის ქვეყნები არ დაესხმებიან თავს.

აღსანიშნავია, რომ ფეზეშქიანის განცხადებიდან მალევე სოციალურ ქსელში დუბაის საერთაშორისო აეროპორტზე ირანული დრონის იერიშის კადრები გავრცელდა:

ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ისრაელის მიერ ირანში საბრძოლო მოქმედებების შემდეგ თეირანმა იერიშები მიიტანა აშშ-ს სამხედრო ბაზების მასპინძელ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე და სხვა მეზობლებზე, მათ შორის აზერბაიჯანზე.

კომენტარები