TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირება

ბრიტანეთის ელჩს არაფერი წარმოუდგენია, რაც ამ გადაწყვეტილებას გაამართლებდა - ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

სამთავრობო მედიების, TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. შეხვედრის შემდეგ, კომენტარი ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.

"დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო. ჩვენ მას ვთხოვეთ, წარმოედგინა, თუ რას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში მიიღეს [...] ასეთი მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც ამ გადაწყვეტილებას გაამართლებდა, მე არ მინახავს. კონკრეტული არაფერი წარმოუდგენია. მხოლოდ ის შეფასებები მოვისმინე, რასაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება, თუმცა არ მომისმენია, რას ეფუძნება ეს შეფასებები, როცა ისინი თვლიან, რომ თურმე, რუსეთს ვაძლიერებთ და უკრაინას ვასუსტებთ, ან რამენაირად, ქართული საზოგადოება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფს. ეს ის ბრალდებებია, რასაც ჩვენ არ ვიზიარებთ [...]

მე ელჩისგან კონკრეტული მაგალითები არ მომისმენია [...] 40 წუთის განმავლობაში მე არცერთი არგუმენტი არ მომისმენია, რომელიც იმ გადაწყვეტილებას გაამართლებდა, რაც ლონდონმა მიიღო [...] მას ამ შეხვედრაზეარანაირი ფაქტობრივი მასალა არ წარმოუდგენია". - თქვა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარეთ უორდს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია

კომენტარები