TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირება

ყაველაშვილი: განსხვავება არაა კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასა და იმედის, POSTV-ის დასჯასთან

ვცდილობდი, რომ ღიმილი მომეცილებინა ამ კითხვასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ შევძელი, იმიტომ, რომ მართლაც წარმოუდგენელი აბსურდია, რომ ეს ორი ტელევიზია უკრაინაში გავლენას ახდენს და  ბრიტანეთის მთავრობა აქ საქართველოში ჩვენს ტელევიზიებს ასანქცირებს.

სერიოზულად პასუხის გაცემა შეუძლებელია კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ფაქტს თუ მივაბამთ, ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ ერთი ძალის მიერ მართული გზავნილებია, დასჯის მექანიზმი, არაფერი განსხვავება არ არის მაგალითად, კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასა და იმედის და პოსტვ-ის დასჯასთან და დასანქცირებასთან დაკავშირებით ან ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი მაღალჩინოსნების დასანქცირებასთან ან კამიტის მოგონილ თემასთან ან რეზოლუციები ან BBC-ით და CNN-ით და ძალიან ბევრი მედიასაშუალებებით გადაცემული, რომ ჩვენ ვკლავთ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ვაწამებთ და ა.შ. ესეც იგივე ნარატივია, ერთი ქსელია.

მიუხედავად ამისა, ჩვენ პირიქით პასუხისმგებლობით და პატივისცემით ვეპყრობით ბრიტანეთს, აუცილებლად უნდა გავცეთ შესაბამისი პასუხი, რომ მიუღებელია მსგავსი აქტი.

თქვა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დასანქცირებული იმედის ეთერში. 

კომენტარები