სატელიტური სურათებით ირკვევა, რომ ირანი აშშ-ს შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება. სატელიტური სურათებში ჩანს, რომ ირანმა ერთ-ერთ მგრძნობიარე სამხედრო კომპლექსს ბეტონის სახურავი დააშენა და ის მიწით დაფარა.
Reuters წერს, რომ ექსპერტების თქმით, მსგავსი სამუშაოები იმ ობიექტებზე მიმდინარეობს, რომლებსაც 2024 წელს ისრაელმა, ხოლო 2025 წელს ისრაელმა და აშშ-მ დაარტყეს.
სურათებით ირკვევა, რომ ირანმა სარაკეტო ბაზები აღადგინა, რომლებიც ისრაელსა და აშშ-სთან კონფლიქტის დროს დაზიანდა.
მაგალითისთვის, თეირანიდან დაახლოებით 30 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პარჩინის კომპლექსი ირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტია. დასავლური დაზვერვის ცნობით, თეირანმა იქ ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ ბირთვული ბომბის დეტონაციასთან დაკავშირებული გამოცდები ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა პარჩინი 2024 წლის ოქტომბერში დაბომბა. 2024 წლის შემდეგ სხვადასხვა დროს გადაღებულ სატელიტურ სურათებში ჩანს, რომ ირანმა ბაზაზე ახალი ნაგებობა ააშენა, რომელსაც შემდეგ, სავარაუდოდ, ბეტონის დამცავი სახურავით გადააფარა.
აღგენითი სამუშაოების კვალი შირაზის და ყუმის სამხედრო ბაზებზის სატელიტურ სურათებზეც ჩანს.
სურათები ასევე აჩვენებს, რომ ირანმა გასულ წელს დაბომბილი ბირთვული ობიექტების ნაწილი უკვე გაამაგრა. კერძოდ, ირანმა ნატანზისა და ისპაანის ბირთვული ობიექტებში შესასვლელი გვირაბების შესასვლელები მიწით დაფარა.





