აქციებზე დაკავებულები

სააპელაციომ მათე დევიძის განაჩენი ძალაში დატოვა

მინდია გაბაძე

მათე დევიძის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

რეჟიმმა მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა 12 ივნისს მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. 

პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დააკავა.

დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები