პოეტ ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ზვიად რატიანს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამმართველოს უფროსისთვის, თეიმურაზ მეშველაშვილისთვის სახეში ხელის გარტყმას ედავებიან [...] საქმეში მეშველაშვილის გამოკითხვის ოქმთან ერთად, მისი 2 მოადგილის გამოკითხვის ოქმიცაა [...]
სავარაუდოდ, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, ჩვენ კი სხდომაზე გირაოს შუამდგომლობის დაყენებას ვაპირებთ". - თქვა რატიანის ადვოკატმა.
ზვიად რატიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დააკავეს.





