აშშ-სომხეთი-აზერბაიჯანი

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სომხეთში ჩავიდა, ხვალ კი აზერბაიჯანში გაემგზავრება

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, ცოლთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. მოგვიანებით ვენსი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, შემდეგ კი ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

სომხეთიდან ვენსი აზერბაიჯანში გაემგზავრება. ქვეყანაში მისი ვიზიტი 10-11 თებერვალს არის დაგეგმილი.

სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის ვიზიტის მიზანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ხელშეწყობაა, რომელიც რეგიონში ენერგეტიკულ და სავაჭრო მარშრუტებს შეცვლის.

ამასთან, ვიზიტის განმავლობაში ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტს (TRIPP).

TRIPP აშშ-სა და სომხეთის რესპუბლიკის ერთობლივი შეთანხმებაა, რომლის მიზანიც სომხეთის სამხრეთ ნაწილში მარშრუტის შექმნაა. აღნიშნული მარშრუტი აზერბაიჯანს შეუფერხებელ კომერციულ წვდომას მიანიჭებს ნახიჩევანთან.

კომენტარები