შემოსავლების სამსახური

RS: გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, გამოავლინეს საბაჟო კონტროლის ფარგლებში ბათუმის მებაჟე ოფიცრების მიერ დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ერთეული ძვირადღირებული ავტომობილის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები.

მათი ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებაზე დატანილი საიდენტიფიკაციო ნომრები იყო შეცვლილი მწარმოებლის მიერ.

"საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული ძვირადღირებული ავტომობილის, კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა.

დათვალიერების შედეგად, რომელიც განხორციელდა ეჭვის საფუძველზე, დადგინდა, რომ ქარხანადამამზადებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე დატანილი საიდენტიფიკაციო ნომრები ე.წ. პინკოდები იყო გადაკეთებული." - ნათქვამია განცახდებაში.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

კომენტარები