შემოსავლების სამსახური

სომხეთიდან საქართველოში შემოსატანი ყვავილები საბაჟოდან უკან გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში სადახლო-საავტომობილო, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი 10 000 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილები გააჩერეს. კონტროლის პროცედურების შემდეგ, თვირთი უკან გაბრუნებას დაექვემდებარა.

"სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. კერძოდ, მცენარეებზე აღინიშნებოდა მავნე მწერების დაზიანება. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი დაექვემდებარა გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნებას". - ნათქვამია გაცხადებაში.

კომენტარები