შემოსავლების სამსახური

RS: მებაჟეებმა თურქეთიდან შემოსულ სატვირთოში 1 755 არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე-ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

"თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების 1 755 ცალი მედიკამენტი აღმოაჩინეს.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს ორ შეკვრად დაფასოებული საქონელი მალულად ჰქონდა განთავსებული ავტომობილის სალონში.

არადეკლარირებული მედიკამენტების საერთო საბაჟო ღირებულებამ 61 890 ლარი შეადგინა". - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები