აშშ-ს ნარკოპოლიტიკა

აშშ-მ ნარკოტრეფიკინგში ეჭვმიტანილ მორიგ ნავზე იერიში მიიტანა (VIDEO)

აშშ-ს სამხრეთის სარდლობის განცხადებით, 5 თებერვალს აშშ-ს არმიამ ნარკოტრეფიკინგში ეჭვმიტანილ მორიგ ნავზე იერიში მიიტანა, რაც ბოლო ხუთ თვეში ლათინური ამერიკის წყლებში საზღვაო ხომალდზე იერიშის მიტანის 38-ე შემთხვევაა, ხოლო იანვრის დასაწყისში მადუროს დაკავების შემდეგ ეს უკვე მეორედ მოხდა. 

სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე აშშ-ს სამხრეთის სარდლობის მიერ გავრცელებული პოსტის მიხედვით, ბოლო ოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, არმია ეჭვობდა, რომ ნავი ტერორისტულ ორგანიზაციას ეკუთვნოდა და "ცნობილი ნარკოტრეფიკინგის მარშრუტზე" გადაადგილდებოდა. 

ამასთან, სამხრეთის სარდლობამ ნავზე იერიშის მიტანის ვიდეოც გაავრცელა: 

სექტემბრიდან მოყოლებული აშშ-ს არმიამ უკვე 38 საზღვაო ხომალდზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც კარიბის ზღვასა და წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, სულ მცირე, 128 ადამიანი დაიღუპა.

თუმცა, ნავებზე აშშ-ს იერიშები მნიშვნელოვნად შემცირდა 3 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-მ, კარაკასში სპეცოპერაციის შედეგად, ნიკოლას მადურო დააკავა.

კომენტარები