ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში ხომალდებზე იერიშების შედეგად გაერთიანებულმა სამეფომ აშშ-სთან სადაზრვერვო ინფორმაციის გაზიარების ნაწილობრივ შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.
მანამდე, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ინფორმაციის გაზიარება ერთი თვის წინ შეწყვიტა. ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნული ინფორმაცია არ უარყო.
გამომდინარე იქიდან, რომ კარიბის ზღვაში გაერთიანებული სამეფო გარკვეულ ტერიტორიებს ფლობს, ის წლების მანძილზე აშშ-ს იმ ხომალდების აღმოჩენაში ეხმარებოდა, რომლებსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკი გადაჰქონდათ.
სექტემბრიდან მოყოლებული, ვენესუელის სანაპიროსთან ახლოს აშშ-მ დაახლოებით 14 იერიში მიიტანა, რასაც 70-ზე მეტი პირი ემსხვერპლა.
აშშ-ს ომის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის თქმით, ხომალდებს, რომლებსაც აშშ-ში ნარკოტიკები შეაქვთ ისე მოეპყრობიან როგორც ტერორისტებს.
"ამ ნარკოტერორისტებს ჩვენს ნაპირებზე ნარკოტიკები მოაქვთ, რათა ამერიკელები სახლში მოწამლონ და ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. დეპარტამენტი მათ ზუსტად ისე მოეპყრობა, როგორც ალ-კაიდას მოვეპყარით. მათთვის თვალის დევნებას, მათ რუკაზე დატანას, მათზე ნადირობასა და მათ მოკვლას გავაგრძელებთ". - წერს ჰეგსეთი X-ზე.





