აშშ-ს ნარკოპოლიტიკა

პენტაგონმა კიდევ ერთ ნარკოტიკების გადამტან ნავზე მიიტანა იერიში

ნარკოტრაფიკინგის ნავი

პენტაგონის ინფორმაციით, 16 ნოემბერს აშშ-მ ნარკოტრეფიკინგში ეჭვმიტანილ კიდევ ერთ ნავზე მიიტანა იერიში, რასაც ბორტზე მყოფი სამივე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"სამხედრო დაზვერვამ დაადასტურა, რომ ეს ნავი ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვაში იყო ჩართული. ის ცნობილ ნარკომარშრუტზე გადაადგილდებოდა და ნარკოტიკული საშუალებები გადაჰქონდა,“ განაცხადა ამერიკის სარდლობამ.

იერიშის დროს ნავი საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა და მასზე იერიში ოპერაცია "სამხრეთის შუბის" ერთობლივმა საოპერაციო ჯგუფმა.

სექტემბრის შემდეგ ეს ამერიკის სამხედრო ძალების მიერ ნარკოტრეფიკინგში ეჭვმიტანილ ნავებზე იერიშის მიტანის 21-ე შემთხვევა იყო. პენტაგონის მონაცემებით, ამ დარტყმების  შედეგად 80-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

კომენტარები