აშშ-სომხეთი

"ტრამპის მარშრუტის" პროექტის ფარგლებში სომხეთს აშშ-ს დელეგაცია ეწვია

   
   

ერევანში აშშ-ს საელჩოს ცნობით, ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისთვისა და კეთილდღეობისთვის  (TRIPP) პროექტის ფარგლებში, სომხეთს ამერიკული საინჟინრო-საკონსულტაციო ფირმა AECOM-ის დელეგაცია ეწვია.

ვიზიტი შედგა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პარტნიორობის ფონდის სახელით, რათა ჩატარდეს “ტრამპის მარშრუტის” მოსამზადებელი კვლევები. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ტექნიკურ შეფასებებსა და რეკომენდაციებს რკინიგზის და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რათა ხელი შეუწყოს სომხეთის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, დაკავშირებადობას და რეგიონულ ინტეგრაციას.

კომენტარები