რუსული რეჟიმი

სასამართლომ ნატა ფერაძე ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო 4 000 ლარით დააჯარიმა

Vakho Kareli

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი ნატა ფერაძე ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო 4 000 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

ფერაძეს ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173​-ე მუხლის მე-16 ნაწილს, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

კომენტარები