აზერბაიჯანი-საქართველო

ალიევი: საქართველოს დერეფანზე გამავალი ტვირთები, მალე სომხეთზე გადაინაცვლებს

ილჰამ ალიევი ბაქოს XI გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიაზე  
Trend

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, საქართველოს დერეფნით ტვირთების გადაზიდვა, ახლო მომავალში სომხეთის დერეფანზე გადაინაცვლებს. ამის შესახებ მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, აზერბაიჯანმა ყაზახეთიდან და რუსეთიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა.

"ახლა კი ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა სომხური მხარისგან, რომ უზრუნველვყოთ ტრანზიტი სომხეთიდან რუსეთში. ჩვენი დერეფანი დე ფაქტო ცალმხრივად გავხსენით. დიახ, ახლა გადაზიდვები საქართველოზე გადის, მაგრამ დადგება დღე, როდესაც ტვირთი სომხეთის გავლით წავა. და დადგება დღე, როდესაც სომხეთი განახორციელებს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანიდან, და ეს დღე არც ისე შორს არის". - თქვა ალიევმა.

კომენტარები