რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სოფელი დაიკავეს.
უწყების ცნობით, რუსეთის ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის რეგიონის სოფელი ზავიტნე და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზაპოროჟიეს რეგიონის სოფელი ოლენოკოსტიანტინივკა აიღეს.
უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.





