საქართველო-აშშ

პაპუაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არ განაპირობებს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას მიგრაციის საკითხში

მათი გადასაწყვეტია, საუბარი არ არის ტურისტულ და სხვა კატეგორიის ვიზებზე, საუბარია საიმიგრაციო ვიზებზე. ეს არის ნებისმიერი ქვეყნის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, თუ რა საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს მას.

ვიცით, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას აქვს რადიკალურად სხვა შეხედულებები, ვიდრე წინა ადმინისტრაციას თუ ადმინისტრაციებს და ამ პოლიტიკის განხორციელება არის. ჩვენი მოქალაქეები რომ დარჩნენ საქართველოში, ესაა ჩვენი პრიორიტეტი იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის წინ და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქე ჩართული იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

[...]მე გარწმუნებთ, რომ ჩვენი პოლიტიკა არ განაპირობებს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას მიგრაციის საკითხში, ვენესუელასთან დაკავშირებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით. [...] როგორც გრენლანდიასთან არ ვართ შუაში და ვენესუელასთან არ ვართ შუაში, ისევე არ ვართ შუაში პრეზიდენტ ტრამპის მიგრაციის პოლიტიკასთან, რომელიც ამ გადაწყვეტილებით დედამიწის ნახევარს შეეხო ლამის.

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი.

14 იანვარს გამოცემა Fox News Digital მათ მიერ ნანახ მემორანდუმზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს.

კომენტარები