თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქალი მოკლეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, პოლიცია შესაბამის სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.
უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





