ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, უკრაინული სარაკეტო დარტყმების შედეგად 600 000-მდე მაცხოვრებელი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.
გლადკოვის თქმით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა სიტუაცია "უკიდურესად რთულია".
ამასთან, ბელგოროდის გუბერნატორის თქმით, ბენზინგასამართ სადგურებსა და ბანკომატებთან რიგები იყო, თუმცა, "მომარაგებას აზრი არ აქვს, რადგან როგორც კი სარეზერვო ელექტროენერგია ოლქისთვის ხელმისაწვდომი გახდება სიტუაცია ნორმალიზდება".





