უამინდობის გამო, 3 და 4 იანვარს მატარებლები მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისს შეასრულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
"რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად სხვადასხვა სახის დაბრკოლებები ექმნება.
არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ. იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი". - წერია რკინიგზის განცხადებაში.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.





