ივანიშვილის დეპუტატი, მარიამ ლაშხი საქართველოს ყოფილი გენპროკურორისთვის, ოთარ რომანოვ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა. ლაშხი ამბობს, რომ ვერანაირი სტატუსი "ინდულგენცია ვერ იქნება".
"ჩვენ ვნახეთ, თუ რამხელა დანაშაული და რა ბრალდება აქვს წარდგენილი. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც მსგავსი ტიპის დანაშაული ჩაუდენია, იქნება ეს მისი ნებისმიერი სტატუსი, ინდულგენცია არ არის, რომ მან პასუხი არ აგოს იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინა. სწორედ ამიტომ, მსგავსი ტიპის ყველა დანაშაულთან სახელმწიფო ძალიან მკაცრი იქნება". - თქვა ლაშხმა.
ივანიშვილის პროკურატურამ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ბრალი ედება ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში. მასზე გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





