ენერგო-პრო ჯორჯია

უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - ენერგო-პრო ჯორჯია

ენერგო-პრო ჯორჯია

ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას. მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება რთულია, მეორე დღეა სპეციალური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. 

"უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობრიდან გამოიყვანა ენერგო-პრო ჯორჯიას კუთვნილი ელექტროენერგიის ქსელი.

უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში.

დაზიანების ადგილებზე რჩებიან სხვა რეგიონებიდან ჩასული დამატებითი ტექნიკური ბრიგადები. ისინი ადგილობრივ ენერგეტიკოსებს ეხმარებიან აღდგენით სამუშაოებში.

აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება." - წერს ენერგო-პრო ჯორჯია სოციალურ ქსელში.

კომენტარები