ენერგო-პრო ჯორჯია

დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ, დაზიანდა ძაბვის ხაზები – ენერგო-პრო

ენერგო-პრო ჯორჯიას ცნობით, უამინდობამ დასავლეთ საქართველოში მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

"განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ხარაგაულში, სადაც დასახმარებლად კომპანიის დამატებითი ბრიგადები აღმოსავლეთ საქართველოდან ჩავიდნენ". - წერია ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებაში. 

ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა წალენჯიხაშიც, თუმცა, ტექნიკურმა ბრიგადებმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები უკვე აღადგინეს. ამჟამად, მუშაობა მიმდინარეობს დაბალ ძაბვაში, სადაც მოტეხილმა ხეებმა ელექტროსადენები დააზიანა.

"ზემო აჭარის აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ხულოს, ხელვაჩაურის და ქედას სოფლების მხოლოდ მცირე ნაწილს მიეწოდება ელექტროენერგია შეზღუდვით. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქაც ოპერატიულად მიმდინარეობს.

ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტების უმრავლესობას ყველა მუნიციპალიტეტში დღის ბოლომდე აღუდგებათ". - წერის ენერგო-პრო ჯორჯია.

კომენტარები