საქართველო-სომხეთი

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს ტრანზიტის ფასი მაღალი და არაკონკურენტულია

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი, გევორგ პაპოიანი  

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან საუბარში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს რკინიგზის გავლით ტვირთების ტრანზიტის საქართველოს მიერ დასახელებული თავდაპირველი ფასი "შედარებით მაღალი" და "არაკონკურენტულია".

ამის მიუხედავათ, მისი თქმით, მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

"ერთ მხარეს არის საქართველოს რკინიგზის კომპანია, მეორე მხარეს კი მარცვლეულის ან ბენზინის იმპორტიორი კომპანიები. ბუნებრივია, მათ უნდა აწარმოონ მოლაპარაკება და იპოვონ საუკეთესო ვარიანტი" - თქვა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა.

18 დეკემბერს სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა: "თუ ეს საკითხები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები მოძებნიან ალტერნატიულ გზებს იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად, თუ ეს გარიგებები კვლავ საინტერესო იქნება".

კომენტარები