მაკო გომური

გომური: პროკურატურიდან დამირეკეს, გახარიას განზრახ მძიმე დაზიანებაზე გადავუკვალიფიცირეთო

მაკო გომურის ცნობით, გიორგი გახარიას მუხლი განზრახ მძიმე დაზიანებაზე გადაუკვალიფიცირეს.

"პროკურატურიდან დამირეკეს. გახარიას GANZRAX MDZIME DAZIANEBAZE გადავუკვალიფიცირეთ და ახალი დაზარალებულის ცნობა გექნებაო." - წერს გომური სოციალურ ქსელში.

მაკო გომურმა 2019 წელს, 20 ივნისს, დარბევის დროს, თვალი დაკარგა.

20 ივნისის საქმეზე ყოფილ პრემიერსა და გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. ის ამ დრომდე საზღვარგარეთ იმყოფება.

კომენტარები