მაკო გომური

ვოლსკი გომურზე: თუ ვინმეს პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, ყურად უნდა იღოს

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი მაკო გომურის წერილს ეხმაურება. როგორც გომური წერს, გერმანიაში გეგმურ ვიზიტზე სახელმწიფოს მხრიდან აღარავის მიჰყავს. 

"თუ ვინმეს რამე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით, რასაკვირველია, ყურად უნდა იღოს ეს განცხადება და თუ ნაბიჯები არ არის გადადგმული, რასაკვირველია, კიდევ უნდა გააკეთოს ყველაფერი. 

ეს არის ადამიანი, რომელიც საზოგადოების ნებისმიერ წევრს, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს, ძალიან დიდ ტკივილად მიჰყვება. მე პირადად, ჩემი ცხოვრების რაღაც ძალიან ცუდ ნაწილად მიმაჩნია ეს ფაქტი, რაც მაკო გომურს დაემართა. თუმცა, პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა მაქვს, იმისგან განსხვავებული, რაც აქვს ნაცმოძრაობას". - ამბობს გიორგი ვოლსკი. 

როგორც მაკო გომური წერს, მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მისი საკონტაქტო პირი იყო ავთო თალაკვაძე, რომელმაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა უკვე დატოვა. გომური წერს, რომ ის რამდენჯერმე წავიდა გერმანიაში ექიმთან ვიზიტზე და ბოლოს არჩევნებამდე იყო წასული, რა დროსაც ექიმმა 3-5 თვეში კვლავ დაიბარა.

"ზუსტად ერთი თვეა ჰაერში ვართ გამოკიდებულები. ავთო თალაკვაძე წავიდა და კაციშვილი არ მოიძებნა, ვინც ამ ყველაფერს დაგეგმავს. ან მოიძებნება, უბრალოდ, ჩვენთვის არ იძებნება, ხვდებით...? იქ რეკავ, იქ დარეკეო, იქ რეკავ ჩვენ რა შუაში ვართ, იქ მიდიო და ასე..." - წერს მაკო გომური.

კომენტარები