მაკო გომური

წილოსანი გომურზე: მისი პოსტიდან იკითხება, რომ ყველაფერი უტარდებოდა ტვირთის შესამსუბუქებლად

"მას აქვს დაზარალებულის სტატუსი, მასზე ზრუნავს სახელმწიფო. მთელი ამ პერიოდის მანძილზე თავად პოსტიდან იკითხება, რომ ყველაფერი უტარდებოდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა ის ტვირთი, რომელიც მას ჰქონდა 20 ივნისის შემდგომ და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამინისტრო გააკეთებს სათანადო რეაგირებას, აქედან გამომდინარე, ჩვენც, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ სახელმწიფო, იმ პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომელიც დაზარალებულის მიმართ აქვს, გააკეთებს სათანადო ნაბიჯებს."

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომურის Facebook პოსტს ეხმაურება. გომური წერს  ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე და ამბობს, რომ გერმანიაში გეგმურ ვიზიტზე სახელმწიფოს მხრიდან აღარავის მიჰყავს.

კომენტარები