აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთის ახალ ელჩს აშშ-ში, ნარეკ მკრტჩიანს შეხვდა და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის განკუთვნილი საჩუქარი გადასცა.
სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ აწერს ტრამპი ხელს საჩუქარს.
საჩუქარი ტრამპმა ნარეკ მკრტჩიანს თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა, რომელიც ახლად დანიშნული ელჩებისთვის იყო ორგანიზებული.
შეხვედრის დროს მკრტჩიანმა ტრამპს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესის ხელშეწყობისთვის, მათ შორის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გაფორმებული ისტორიული შეთანხმებების დადებაში მისი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა სომეხი ხალხის უფლებას მდგრად მშვიდობაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა მშვიდობაზე ორიენტირებული პროცესებისადმი თავისი მხარდაჭერა.





