შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1957 წელს დაბადებული მ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ს. საკუთარი ავტომობილით შეეჯახა მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გაჩერებულ 1971 წელს დაბადებული ო.მ.-ს კუთვნილ ავტომანქანას, რაც მძღოლებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა. ბრალდებულმა მომხდარი დაპირისპირების დროს ბასრი საგნით ი.მ.-ს ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





