ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება აღნიშნულთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ ვატყუებთ საზოგადოებას და აღნიშნული პროექტი არ განხორციელდება, ეს არის ძალიან დიდი ცრუ ინფორმაცია, როგორც გითხარით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და იანვრის ბოლოს უკვე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს უშუალოდ პროექტის განხორციელებას.
რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი დედაქალაქში, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში, რომ მოსახლეობას მივცეთ საშუალება თვითონ გააკეთოს არჩევანი, იმგზავროს ავტობუსით, მიკროავტობუსით, მეტროთი, ტრამვაით თუ საკუთარი ავტომობილით.





