საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.39 მილიონი აშშ დოლარი (807.9 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
კვლავაც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 19.38%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - 57.84 მილიონი დოლარი, რაც 15.55%-ით მეტია 2024 წლის ნოემბერთან შედარებით. მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (16.86%), საიდანაც გასულ თვეში 50.31 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 11.42%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (12.9%) 38.49 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 29.32%-იანი მატებაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- აშშ - $ 57.84 მილიონი.
- იტალია - $50.31 მილიონი.
- რუსეთის ფედერაცია - $38.49 მილიონი.
- გერმანია - $27.49 მილიონი.
- საბერძნეთი - $24.68 მილიონი.
- ისრაელი - $23.53 მილიონი.
- თურქეთი - $9.34 მილიონი.
- ესპანეთი - $7.93 მილიონი.
- ყაზახეთი - $6.27 მილიონი.
- ირლანდია - $5.76 მილიონი.
- საფრანგეთი - $5.75 მილიონი.
- გაერთიანებული სამეფო - $4.36 მილიონი.
- ყირგიზეთი - $3.72 მილიონი.
- პოლონეთი - $2.99 მილიონი
- აზერბაიჯანი - $2.91 მილიონი.
სებ-ის ცნობითვე, 2025 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.8 მილიონი აშშ დოლარი (99.6 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.3%-ით მეტია.





